"პირველი ანონსი!
საქართველოს უროლოგთა ასოციაცია, ევროპის უროლოგთა ასოციაციასთან, ისრაელის უროლოგთა ასოციაციასა და ევრაზიის ურო-ონკოლოგთა ასოციაციასთან ერთად, ამზადებს რიგით მე-3 საერთაშორისო, სამეცნიერო კონგრესს „ქართული უროლოგიის მეგობრები“ (Friends of Georgian Urology (FOGU)). ღონისძიება გაიმართება 2023 წლის 1-2 ოქტომბერს.
პოტენციურ სპონსორებს, დეტალური ინფორმაციის მისაღებად (სასპონსორო პაკეტები და სხვა) გთხოვთ, მოგვწეროთ ასოციაციის ელ ფოსტაზე: geourology@gmail.com"
ძვირფასო კოლეგებო,
საქართველოს უროლოგთა ასოციაციის (სუა) სახელით, გვაქვს პატივი მოგიწვიოთ ქართული უროლოგიის მეგობრების (FOGU) რიგით მესამე კონგრესზე, რომელიც გაიმართება 2023 წლის 1-2 ოქტომბერს ქ. თბილიში, სასტუმრო რედისონის საკონფერენციო დარბაზში (რესპუბლიკის მოედანი #1).
ფორმატი „ქართული უროლოგიის მეგობრები“ (Friends of Georgian Urology (FOGU)) ჩამოყალიბდა საქართველოსა და ისრაელის უროლოგთა ასოციაციები მიერ 2016 წელს. ამავე წელს ჩვენ გავმართეთ პირველი დამფუძნებელი კონგრესი, რომელმაც მეტად საინტერესოდ ჩაირა. ფორმატს მოგვიანებით შემოუერთდა ევრაზიის ურო-ონკოლოგიური ასოციაცია და 2018 წელს ჩატარდა რიგით მეორე, ბევრად უფრო დიდი მასშტაბის კონგრესი. 2020 წელს დაგეგმილი იყო „ქართული უროლოგიის მეგობრების“ რიგით მესამე კონგრესი, რომელიც, სამწუხაროდ, გადაიდო პანდემიის გამო.
წლევანდელი კონგრესი იმართება ევროპის უროლოგთა ასოციაციის მხარდაჭერით. ჩვენ გვეყოლება დიდი და წარმომადგენლობითი დელეგაცია ისრაელის უროლოგთა ასოციაციიდან. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ შემდეგი ქვეყნების უროლოგიური ასოციაციების წევრები: სასომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და თურქმენეთი.
კონგრესის პროგრამა ძალიან მრავალფეროვანია. მასში დაგეგმილია მრგვალი მაგიდის, სატელიტური სიმპოზიუმისა და კლინიკური შემთხვევების ანალიზის ტიპის სესიები. ეს იქნება მულტიდისციპლინარული სამეცნიერო ფორუმი მეტად საინტერესო და დატვირთული პროგრამით. მასში მონაწილეობას მიიღებენ შემდეგი სპეციალობის წარმომადგენლები: უროლოგები, ონკოლოგები, რადიაციული ონკოლოგები, რადიოლოგები, ანდროლოგები, ნეფროლოგები, ტრანსპლანტოლოგები და სხვა მომიჯვანე სპეციალობების ექიმები.
კონგრესს გახსნის ევროპის უროლოგიის სკოლის სესია რომელიც მიეძღვნება შარდ-კენჭოვანი დაავადებისა და პროსტატის ჰიპერპლაზიის მკურნალობის თანამედროვე პრინციპებს. ამას მოჰყვება ისრაელის უროლოგთა ასოციაციისა და სუა-ის სესიები. სპონსორთა სესიაში წარმოდგენილი იქნება მოხსენებები სამეცნიერო სიახლეების შესახებ უროლოგიაში, რომლებსაც მოგვაწვდიან კონგრესის ოფიციალური სპონსორები.
ქართველი დელეგატებისთვის რეგისტრაცია უფასოა !
სრულ ინფორმაციას ღონისძიებაზე შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: http://gua-fogu20.ge/meeting.html (მომზადების პროცესშია)
გელით ქართული უროლოგიის ამ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე!
პატივისცემით,
არჩილ ჩხოტუა
კონგრესის პრეზიდენტი
სუა გენერალური მდივანი