საქართველოს უროლოგთა ასოციაცია (სუა) დაარსდა 2000 წელს და დღემდე წარმოადგენს უროლოგებისა და უროლოგიით დაინტერესებულ ექიმთა გაერთიანებას. 

"სუა" რეგისტრირებული ასოციაციის ფორმით ემსახურება უროლოგიური მეცნიერების განვითარების, სწავლების, ექიმ-უროლოგთა უწყვეტი სამედიცინო განათლებისა და პაციენტთა ზრუნვის გაუმჯობესებაზე მიმართულ საქმიანობას. 

აღნიშნული მიზნების მიღწევა ხდება უროლოგიის ყველა სფეროში, აზრთა გაცვლა-გამოცვლითა და მეცნიერული იდეების დამუშავებით. "სუა" გეგმიურად აწყობს ყოველწლიურ ყრილობას, რომელიც ტარდება ასოციაციის კონგრესთან ერთად. იგი აქვეყნებს ამ ყრილობებზე/კონგრესებზე წარმოდგენილ სამეცნიერო მასალებს, თეზისებისა და სამეცნირო სტატიების სახით. 

"სუა", ასევე, დაკავებულია მეცნიერების პრომოციითა და უროლოგიის სწავლების ორგანიზებით, როგორც რეზიდენტების სპეციალიზაციის, ისე ექიმ-უროლოგების უწყვეტი პროფესიული განათლების გზით. 

 

ასოციაცია და მისი მიზნები

საქართველოს უროლოგთ ასოციაცია (სუა) წარმოადგენს უროლოგებისა და უროლოგიით დაინტერესებულ ექიმთა გაერთანებას. ის  რეგისტრირებული ასოციაციის  ფორმით ემსახურება უროლოგიური მეცნიერების განვითარების, სწავლების, ექიმ-უროლოგთა უწყვეტი სამედიცინო განათლებისა და პაციენთა ზრუნვის გაუმჯობესებაზე მიმართულ საქმიანობას. აღნიშნული მიზნების მიღწევა ხდება, უროლოგიის ყველა სფეროში, აზრთა გაცვლა-გამოცვლითა და მეცნიერული იდეების დამუშავებით. სუა გეგმიურად აწყობს ყოველწლურ ყრილობას, რომელიც ტარდება ასოციაციის კონგრესთან ერთად. იგი აქვეყნებს ამ ყრილობებზე/კონგრესებზე წარმოდგენილ სამეცნიერო მასალებს თეზისებისა და სამეცნირო სტატიების სახით. სუა, ასევე, დაკავებულია მეცნიერების პრომოციითა და უროლოგიის სწავლების ორგანიზებით, როგორც რეზიდენტების სპეციალიზაციის, ისე ექიმ-უროლოგების უწყვეტი პროფესიული განათლების გხით.

            სუა-ის მიზნებია:

  • იყოს საქართველოს უროლოგთა წარმომადგენლობით ორგანო ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ
  • უროლოგიისა და ყველა მისი სუბსპეციალობის უწყვეტი განვითარების ხელშეწყობა
  • უროლოგიური სამსახურის უმაღლესი სტანდარტების განვითარება
  • დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) სარეზიდენტო პროგრამების მომზადება და განახლება
  • უროლოგიური გაიდლაინების, ეროვნული პროტოკოლების, პროფესიული კომპეტენციების განმსაზღვრელი დოკუმენტების შემუშავება და დახვეწა
  • უროლოგიურ კვლევების ხელშეწყობა და მათი შედეგების გავრცელება
  • სამედიცინო და სამეცნიერო ლიტერატურის გავრცელება მის წევრებს შორის
  • უროლოგიური განათლებისა და პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა
  • პაციენტების და საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდება უროლოგიის თანამედროვე მიღწევების შესახებ

 

სუა-ს მმართველობა და სტრუქტურა

 

ასოციაციის მმართველი ორგანოა აღმასრულებელი საბჭო. მისი წევრები არიან:

  1. არჩილ ჩხოტუა, ლ. მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრის დირექტორი სამეცნიერო დარგში
  2. გიორგი მანაგაძე, ლ. მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი
  3. ამბროსი პერტია, ლ. მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრის დირექტორი კლინიკურ დარგში 
  4. თეიმურაზ ჩიგოგიძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის უროლოგიის კათედრის პროფესორი
  5. ზაზა ჭანტურაია, ლ. მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრის ბავშვთა უროლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი
  6. ალექსანდრე ხელაია, ლ. მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრის ქალთა უროლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი 
  7. დავით ქოჩიაშვილი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უროლოგიის კათედრის პროფესორი
  8. კობა კიკნაველიძე, „მარდალეიშვილის კლინიკა რუსთავის“ უროლოგიის სამსახურის ხელმძღვანელი
  9. დავით ნიკოლეიშვილი, ქართულ-ამერიკული ჰოსპიტლის უროლოგიის სამსახურის ხელმძღვანელი
  10. მზია დიდმანიძე ბათუმის რეფელარული ჰოსპიტლიუროლოგიის სამსახურის ხელმძღვანელი
  11. შალვა ჭოველიძე მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიები, საუნივერსიტეტო კლინიკის უროლოგიის სამსახურის ხელმძღვანელი
  12. ალექსანდრე უჯმაჯურიძე ლ. მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრი  
  13. გიორგი ქოჩიაშვილი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უროლოგიის კათედრის ასისტენტ პროფესორი
  14. გიორგი ხვადაგიანი „კავკასიის მედიცინის ცენტრის“ უროლოგიის სამსახურის ხელმძღვანელი

 

ასოციაციის დამფუძნებლები არიან:

  1. ლავრენტი მანაგაძე
  2. ბოჭორიშვილი გიორგი
  3. მეზვრიშვილი ზაზა
  4. ჭანტურაია ზაზა
  5. ქოჩიაშვილი დავით
  6. შიოშვილი თამაზი
  7. ჩიგოგიძე თეიმურაზი

 

 

საქართველოს უროლოგთა ასოციაციის ჯილდოები და მათი დებულება

 

მუხლი 1

საქართველოში უროლოგიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის და ქართული უროლოგიის შემდგომი განვითარების სტიმულირებისათვის, საქართველოს უროლოგთა ასოციაცია (შემდგომში სუა) აწესებს შემდეგ ჯილდოებს:

ა) ალექსანდრე წულუკიძის სახელობის მედალი;

ბ) ლაურ მანაგაძის სახელობის პრემია.

 

მუხლი 2

1. ალექსანდრე წულუკიძის სახელობის მედალი არის სუა-ის უმაღლესი ჯილდო, რომელიც ენიჭება პირს ქართული უროლოგიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. ამ მედლით ასევე შესაძლებელია დაჯილდოვდნენ უცხოელი მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები.

2. ლაურ მანაგაძის სახელობის პრემია ენიჭება ქართველ უროლოგს ან უროლოგთა ჯგუფს, უროლოგიასა და მომიჯნავე სამედიცინო სპეციალობებში (ნეფროლოგია, ონკოლოგია და სხვა) შესრულებული საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომისათვის. ამ პემიით ასევე შესაძლებელია დაჯილდოვდნენ ქართული წარმომავლობის უცხოელი მოქალაქეები, თუ ნაშრომი შესრულებულია საქართველოში მოღვაწე მეცნიერებთან ერთად.

ლაურ მანაგაძის სახელობის პრემია სამი ხარისხისაა. მისი მინიჭება ხდება შემდეგი თანამიმდევრობით:

III ხარისხის პრემიით ჯილდოვდება კლინიკური ან ფუნდამენტური კვლევები, რომელთა შედეგები მოხსენდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებზე და გამოქვეყნდა ეროვნულ სამეცნიერო ჟურნალებში.

II ხარისხის პრემიით ჯილდოვდება ეროვნული ან საერთაშორისო სამეცნიერო ფონდების გრანტით დაფინანსებული, თანამედროვე დიზაინის (რანდომიზირებული, კონტროლირებული და ა.შ.) კლინიკური ან ფუნდამენტური კვლევები, რომელთა შედეგები მოხსენდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებზე და გამოქვეყნდა საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში.

I ხარისხის პრემიით ჯილდოვდება ნაშრომი, რომელსაც მოჰყვა პუბლიკაცია მაღალი იმპაქტ ფაქტორის (> 2.0) მქონე საერთაშორისო სამედიცინო ჟურნალში, ან საზღვარგარეთ გამოცემულ მონოგრაფიაში, ან შრომათა კრებულში.

პრემია გაიცემა 2016 წლის 1 იანვრის შემდეგ დასრულებულ, ან გამოქვეყნებულ ნაშრომებზე.

 

მუხლი 3

1. გადაწყვეტილებას ალექსანდრე წულუკიძის სახელობის მედლით დაჯილდოების შესახებ იღებს სუა-ის აღმასრულებელი საბჭო, ფარული კენჭისყრით, ხმათა მარტივი უმრავლესობით.

გადაწყვეტილებას ლაურ მანაგაძის სახელობის პრემიით დაჯილდოების შესახებ იღებს შესაბამისი კომისია, რომელსაც ქმნის სუა-ის აღმასრულებელი საბჭო, ხმათა მარტივი უმრავლესობით.

2. სუა-ის ჯილდოების აღწერილობას განსაზღვრავს სუა-ის აღმასრულებელი საბჭო.

 

მუხლი 4.

1. სუა-ის ჯილდოებით ჯილდოვდებიან მხოლოდ  კონკრეტული დამსახურებისათვის. დაუშვებელია დაჯილდოება მხოლოდ ნამსახური წლების ან საიუბილეო თარიღის გამო.

2. სუა-ის ჯილდოებით დაჯილდოება შეიძლება სიკვდილის შემდეგაც.

 

მუხლი 5.

1. სუა-ის ჯილდოებით დაჯილდოება ხდება სუა-ის გენერალური მდივნის, საპატიო პრეზიდენტის, ან აღმასრულებელი საბჭოს წარდგინებით.

2. სუა-ის ჯილდოებით დაჯილდოების შუამდგომლობის აღძრვა შეუძლია დაწესებულებას, რომელშიც მუშაობს ან მუშაობდა დასაჯილდოებელი პირი, ან სუა-ის წევრთა ჯგუფს არანაკლებ 20 წევრის შემადგენლობით

3. შუამდგომლობა წერილობითი ფორმით ეგზავნება წარდგენის უფლების მქონე (ამ ბრძანებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ) შესაბამის ორგანოს, რომელიც შუამდგომლობაზე თანხმობის შემთხვევაში, 1 თვის ვადაში კანდიდატურას წარუდგენს აღმასრულებელ საბჭოს ან შესაბამის კომისიას.

4. შუამდგომლობას თან უნდა ახლდეს: წარდგენილი პირის პირადობის მოწმობის ასლი, დეტალური CV, გამოქვეყნებული პუბლიკაციების ჩამონათვალი და მათი ასლები დამოწმებული დაწესებულების ბეჭდით, რომელშიც მუშაობს ან მუშაობდა დასაჯილდოებელი პირი, მისი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები და წერილობითი თანხმობა წარდგენაზე.  

 

მუხლი 6.

1. სუა-ის აღმასრულებელი საბჭო, ან შესაბამისი კომისია, განიხილავს წარმოდგენილ მასალებს და მათი წინამდებარე დებულების მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში, ხმათა მარტივი უმრავლესობით, ღებულობს გადაწყვეტილებას წარდგენილი პირისათვის ჯილდოს მინიჭების შესახებ. 

 

მუხლი 7.

1. დაჯილდოებულ პირს ჯილდოს და შესაბამის დიპლომს საზეიმო ვითარებაში გადასცემს სუა-ის გენერალური მდივანი, საპატიო პრეზიდენტი, კომისიის თავმჯდომარე, ან მათი დავალებით, აღმასრულებელი საბჭოს რომელიმე წევრი. სიკვდილის შემდეგ დაჯილდოების შემთხვევაში, ჯილდო გადაეცემა დაჯილდოებულის ოჯახს.

2. ჯილდების გადაცემა დაჯილდოებული პირსათვის ხდება სუა-ის კონგრესზე, საზეიმო ვითარებაში.

 

მუხლი 8.

1. ჯილდოსთან ერთად დაჯილდოებულ პირს გადაეცემა ფულადი პრემია, რომლის ოდენობასაც ყოველწლიურად განსაზღვრავს სუა-ის აღმასრულებელი საბჭო და შესაბამისი კომისია.

 

მუხლი 9.

1. დაჯილდოებული გარდაცვლილი პირის ან სიკვდილის შემდეგ დაჯილდოებულის მემკვიდრეთა თანხმობით, მისი ჯილდო და შესაბამისი დიპლომი შეიძლება გადაეცეს სამედიცინო დაწესებულებას, სადაც მოღვაწეობდა აღნიშნული პირი, ან რომელიმე მუზეუმს.

2. თუ დაჯილდოებულ გარდაცვლილ პირს, ან სიკვდილის შემდეგ დაჯილდოებულს არა ჰყავს მემკვიდრე, ჯილდო გადაეცემა სამედიცინო დაწესებულებას, სადაც მოღვაწეობდა აღნიშნული პირი, ან რომელიმე მუზეუმს.

 

მუხლი 10.

1. სუა-ის ჯილდოებს ჩამორთმევა შეუძლია სუა-ის აღმასრულებელ საბჭოს ან შესაბამის კომისიას,  დაჯილდოებულის მიერ ჯილდოს შეურაცხმყოფელი საქციელის ან მასზე უარის თქმის შემთხვევაში.

2. ჯილდოზე უარის თქმის შემთხვევაში, დაჯილდოებულმა პირმა წერილობით უნდა აცნობოს სუა-ის აღმასრულებელ საბჭოს, ან შესაბამის კომისიას.

 

 

საქართველოს უროლოგთა ასოციაცია
მისმართი: წინანდლის ქ. 27
საკონტაქტო ნომერი: 032 2 27 35 31