2017 წლის 1-2 დეკემბერს, ქ. თბილისში, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“-ს საკონფერენციო დარბაზში, ჩატარდება საქართველოს უროლოგთა ასოციაციისა და ევროპის უროლოგიის სკოლის ერთობლივი, ყოველწლიური კონგრესი. აღნიშნული კონფერენციის მიზანია უროლოგიური დაავადებების მართვის თანამედროვე, ევროპული პრინციპების გაცნობა და ქართველი უროლოგების ცოდნის დონის ამაღლება. 


    კონგრესის ძირითადი თემატიკაა „ონკოუროლოგიური დაავადებების მულტიდისციპლინარული მართვა“. ღონისძიება გამოირჩევა უპრეცენდენტო ინტრა და ინტერინსტიტუციონალური თანამშრომლობით. მასში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში მოღვაწე უროლოგები, ონკოლოგები, რადიაციული ონკოლოგები და რადიოლოგები საქართველოს 20 დიდი სამედიცინო დაწესებულებებიდან. 


იგი ჩატარდება შემდეგი პროფესიული სამედიცინო ასოციაციების აქტიური მონაწილეობითა და მხარდაჭერით:

საქართველოს უროლოგთა ასოციაცია 
საქართველოს ონკოლოგთა ასოციაცია
რადიაციული ონკოლოგიის ეროვნულია სოციაცია
კლინიკური ონკოლოგიის ასოციაცია
საქართველოს რადიოლოგთა ასოციაცია 
ახალგაზრდა ონკოლოგთა ჯგუფი.


    ორდღიანი სამეცნიერო ღონისძიების ფარგლებში განხილული და გაანალიზირებული იქნება თანამედროვე უროლოგიის უმნიშვნელოვანესი პრობლემები, როგორიცაა: პროსტატის, შარდის ბუშტისა და თირკმლის კიბო, პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია, შარდ-კენჭოვანი დაავადება, ქალთა უროლოგია, ანდროლოგია და რეკონსტრუქციული უროლოგია. ღონისძიება ჩატარდება ევროპის უროლოგთა ასოციაციის ეგიდით და მასზე მოწვეულები არიან უროლოგიისა და ონკოუროლოგიის მსოფლიო დონის ექსპერტები გერმანიიდან, ავსტრიიდან, ჩეხეთიდან, იტალიიდან, რუსეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან. კონგრესის ფარგლებში დაგეგმილია ევროპის უროლოგიის სკოლის სესიის ჩატარება, რომლის ფარგლებშიც, ევროპის უროლოგთა ასოციაციის ექსპერტები წაიკითხავენ ლექციებს ონკოუროლოგიის ყველაზე აქტუალურ პრობლემებზე. 
    

კონგრესს ექნება ძალიან დიდი საგანმანათლებლო მნიშვნელობა ქართველი ექიმებისათვის. მასზე მოსმენილი იქნება მოხსენებები პრაქტიკულად ყველა, მეტ-ნაკლებად დიდი, საქართველოში მოქმედი, უროლოგიური და ონკოლოგიური კლინიკებიდან. ღონისძიებაში აქტიურ მონაწილეობა მიიღებენ ექიმები შემდეგი სამედიცინო დაწესებულებებიდან:

ალ. წულუკიძის სახ. უროლოგიის ეროვნული ცენტრი. 
კლინიკა ”გიდმედი”. 
”ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი”. 
აკ. ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა. 
ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი. 
კლინიკა „მედიკლაბ ჯორჯია“. 
”ავერსის კლინიკა”. 
კ. ერისთავის სახ. ქირურგიის ეროვნული ცენტრი. 
კლინიკური მედიცინის ს-კ ინსტიტუტი. 
კლინიკა ”იუნონა”.  
სამკურნალო დიაგნოსტიკური კლინიკა “ჯანმრთელობის სახლი“.
სამკურნალო კომბინატი DKC. 
დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი. 
ექიმთა დახელოვნების უროლოგიისა და გადაუდებელი დახმარების კლინიკა
მ.იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო. 
კონსტანტინე მარდალეიშვილის ონკოლოგიის ს/კ ცენტრი. 
ზ. ცხაკაიას სახ. დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრი.
ქუთაისის ონკოლოგიის ცენტრი
ქ. ბათუმის რეფერალური საავადმყოფო
ქ. ბათუმის საზღვაო ჰოსპიტალი.


    ამ კონგრესმა უნდა დაასაბუთოს და ხაზი გაუსვას საქართველოს, როგორც კავკასია-ცენტრალური აზიის რეგიონის ლიდერს უროლოგიასა და მის მომიჯნავე სპეციალობებში, კერძოდ: ონკოლოგია, რადიოლოგია, რადიაციული ონკოლოგია და სხვა. 
 

 

 

 ღონისძიებას უაღრესად დიდი მნიშვნელობა ექნება საქართველოში უროლოგიის, ონკოლოგიისა და რადიოლოგიის განვითარებისათვის. მსგავსი ფორმატის სამეცნიერო ღონისძიება უროლოგიასა და ონკოლოგიაში პირველად იგეგმება საქართველოში და იგი დასაბამს მისცემს ყველაზე თანამედროვე, ე.წ. მულტიდისციპლინარულ მიდგომას მედიცინასა და კონკრეტულად ონკოლოგიაში. ამის შედეგად, ქართველი პაციენტები მიიღებენ ყველაზე თანამედროვე, საერთაშორისო გაიდლაინებზე დამყარებულ სამედიცინო სერვისს რაც მათი ჯანმრთელობისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია. პროგრამის მსგავსი მრავალფეროვნება გარანტიაა იმისა, რომ სამეცნიერო ღონისძიება იქნება საინტერესო, ინფორმაციული და ნაყოფიერი. მსმენელები მიიღებენ მრვალფეროვანი ტიპის ინფრომაციას, როგორც თეორიულს, ისე პრაქტიკულსა და ვიზუალურს (ოპერაციები, დიაგნოსტიკური მანიპულაციები და სხვა) რაც უზრუნველყოფს მიწოდებული ინფორმაციის მაქსიმალურ აღქმადობას. 


    კონფერენცია ფართოდ გაშუქდება მედია საშუალებებით. მისი მიმდინარეობა, ძირითადი მოხსენებები დაიდება საქართველოს უროლოგთა ასოციაციის ფეისბუქ გვერდზე.
    აღნიშნული ღონისძიების ჩატარება უაღრესად მნიშვნელოვანია ქართული უროლოგიისთვის, ონკოლოგიისა და მედიცინისთვის ზოგადად.