ასოციაციის ჩატარებული ღონისძიებები

  1. ონლაინ, საგანმანათლებლო ვებინარი "შარდის ბუშტის კიბოს  ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობა", 2022 წლის 26-30 სექტემბერი. ევროპის უროლოგთა ასოციაციის "უროლოგიის კვირეულის" ფარგლებში, სუა-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრებმა, პროფესორმა დავით ნიკოლეიშვილმა და ასისტენტ პროფესორმა გიორგი ქოჩიაშვილმა ისაუბრეს შარდის ბუშტის კიბოს ეტიოლოგიაზე, რისკ-ფაქტორებზე, პროგნოზსა და ქირურგიულ მკურნალობაზემათ პასუხები გასცეს მსმენელების მიერ პირდაპირ ეთერში დასმულ შეკითხვებს.

https://fb.watch/iKOH8rUy6F/

https://fb.watch/iKOKcg8abb/                                                                                                                                                                                                                                               

  1. სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების საერთაშორისო ასოციაციის 35-ე კონგრესი, თბილისი, 2022 წლის 29 სექტემბერი-1 ოქტომბერი. ეს იყო მულტიდისციპლინარული, სამეცნიერო და საგანმანათლელო კონგრესი შემდეგი სპეციალობის ექიმების მონაწილეობით: დერმატო-ვენეროლოგები, უროლოგები, გინეკოლოგები, ოჯახის ექიმები. სუა-ის სესია გაიმართა 29 სექტემბერს. მასზე მოხსენებებით წარსდგნენ: სუა-ს აღმასრულებელი საბჭოს წევრები არჩილ ჩხოტუა, ალექსანდრე ხელაია და გიორგი ქოჩიაშვილი, ასევე უროლოგი სოფიო აბაზაძე. აქტიურ დისკუსიაში, ექსპერტებმა და დამსწრე საზოგადოებამ განიხილეს ყველაზე აქტუალური დაავადებების მულტიდისციპლინარული მართვის პრინციპები.

https://iusti-europe2022.org/program/georgian-session.html

https://www.facebook.com/photo?fbid=2151463761701263&set=pcb.2151466111701028

  1. მულტიდისციპლინარული, სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციაასაკი ჩემი უპირატესობაა“, 2022 წლის 26 მარტი, . თბილისი. კონფერენცია ჩატარდა საქართველოს გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგთა ასოციაციასა და ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციულ კლინიკასთან ერთად. მონაწილე სპეციალისტები: უროლოგები, გინეკოლოგები, რეპროდუქტოლოგებიოჯახის ექიმები.
                                                                                                                    
  2. მულტიდისციპლინარული, სამეცნიერო-პრაქტიკული და საგანმანათლებლო კონფერენცია თემაზემცირე მენჯის ორგანოების პრობლემები ამბულატორიულ პრაქტიკაში, 2022 წლის  14 მაისი, გრიგოლეთი. ეს იყო გასვლითი კონფერენცია, რომელიც ჩატარდა აჭარისა და გურიის რეგიონის უროლოგების, ოჯახის ექიმების, ნეფროლოგებისა და ონკოლოგებისათვის. სხვადასხვა სპეციალობის ქართველი და უცხოელი ექსპერტების მიერ, განხილულ იქნა მცირე მენჯის ორგანოების მთელი რიგი დაავადებების მართვის თანამედროვე პრინციპები, ინოვაციები და პერსპექტივებიღონისძიება ჩატარდა დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრთან ერთად.

https://www.facebook.com/photo/?fbid=2048841915296782&set=pcb.2048843421963298

https://fb.watch/iKUD6wIA4d/                                                                                                                               

  1. საგანმანათლებლო კონფერენცია "მამაკაცის ქვედა საშარდე ტრაქტის სიმპტომების კომპლექსური მკურნალობა", თბილისი, 2022 წლის 30 აპრილი. კონფერენციაზე სუა-ის ექსპერტებმა მსმენელებ (რეზიდენტები, ახალგაზრდა უროლოგები) მიაწოდეს ინფორმაცია მამაკაცის ქვედა საშარდე ტრაქტის სიმპტომების კომპლექსურ მკურნალობაში გამოყენებული თანამედროვე მედიკამენტების ჩვენებების, ეფექტურობისა და შესაძლო გვერდითი მოვლენების შესახებ.      

https://fb.watch/iKVRlLCd6X/                                                                                                                                                                                      

  1. მულტიდისციპლინარული, სამეცნიერო-პრაქტიკული და საგანმანათლებლო კონფერენციაუროლოგიური დაავადებების მართვის თანამედროვე პრინციპები“, ზუგდიდი, 2022 წლის  12 მარტი. ეს იყო გასვლითი კონფერენცია, რომელიც ჩატარდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის უროლოგების, ოჯახის ექიმების, ნეფროლოგებისა და ონკოლოგებისათვის. სუა-ის ექსპერტების მიერ, განხილულ იქნა ყველაზე ხშირი და აქტუალური უროლოგიური დაავადებების მართვის თანამედროვე პრინციპები, ინოვაციები და პერსპექტივები.

https://fb.watch/iKVUSlgume/                                                                                                                                                                                                                                                                  

  1. სუა-ის საქველმოქმედო აქცია, ზუგდიდი, 2021 წლია 4 დეკემბერი. ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრები, პროფესორები არჩილ ჩხოტუა და გიორგი მანაგაძე იმყოფებოდნენ ქალაქ ზუგდიდში. მათ კონსულტაცია ჩაუტარეს და გასინჯეს 35 პაციენტი სამეგრელოს რეგიონის ქალაქებიდან და სოფლებიდან

https://www.facebook.com/photo/?fbid=1928355480678760&set=pcb.1928355697345405                                                                                                                                                                                                                        

  1. ონლაინ, საგანმანათლებლო ვებინარი "Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დიალიზის პაციენტებსა და თირკმლის რეციპიენტებში", 2021 წლის 6 ოქტომბერი. სუა-ის ექსპერტებმა, ნეფროლოგებმა ავთანდილ თათარაძემ და ლელა ბეგლარიშვილმა ისაუბრეს   Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის აუცილებლობის შესახებ დიალიზის პაციენტებსა და თირკმლის რეციპიენტებში, პასუხი გასცეს მსმენელების მიერ დასმულ შეკითხვებს.

https://fb.watch/iKW10zcZtR/                                                                                                                                                                                                                                          

  1. ონლაინ, საგანმანათლებლო ვებინარი "Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია: დანიის გამოცდილება", 2021 წლის 23 სექტემბერი. პროფესორმა ზაზა უჯმაჯურიძემ კოპენჰაგენის და ზელანდის საუნივერსიტეტო კლინიკიდან, ისაუბრა Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაში დანიის მიერ მიღწეული წარმატების შესახებ და პასუხი გასცა მსმენელების მიერ ონლაინ დასმულ შეკითხვებს.             

https://fb.watch/iKW3T56WxR/                                                                                                       

  1. ონლაინ, საგანმანათლებლო ვებინარი თემაზე: „საშარდე გზების ინფექციის მკურნალობის თანამედროვე პრინციპები“, 2021 წლის 5 აპრილი. ვებინარი იყო მულტიდისციპლინარული, უროლოგების, მეან-გინეკოლოგების, ანდროლოგებისა და ოჯახის ექიმების მონაწილეობით.  

https://www.facebook.com/GUAUROLOGY/photos/a.516101111904211/1742363635944613/                         

  1. ონლაინ, საგანმანათლებლო ვებინარი თემაზე: "მამაკაცის ქვედა საშარდე ტრაქტის სიმპტომები და მისი მართვის თანამედროვე პრინციპები“, 2021 წლის 28 თებერვალი. სუა-ის აღმასრულებბელი საბოს წევრებმა, მედიცინის დოქტორებმა დავით ნიკოლეიშვილმა და ალექსანდრე ხელაიამ ისაუბრეს პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიისა და ჰიპერაქტიური შარდის ბუშტის მედიკამენტური მკურნალობის თანამედროვე პრინციპებზე.

https://www.facebook.com/GUAUROLOGY/photos/a.516101111904211/1724146231099687/                           

  1. კიბოს მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ონლაინ სამეცნიერო და საგანმანათლებლო კონფერენცია, 2021 წლის 5 ნოემბერი. კონფერენცია მიეძღვნა პროსტატის კიბოს მართვის თანამედროვე პრინციპებს. სუას-ის დამფუძნებელმა, მედიცინის დოქტორმა ზაზა მეზვრიშვილმა, სუა- გენერალურმა მდივანმა არჩილ ჩხოტუამ და აღმასრულებელი საბჭოს წევრმა, მედიცინის დოქტორმა ამბროსი პერტიამ მსმენელებს გააცნეს თანამედროვე მიღწევები პროსტატის კიბოს ადრეულ დიაგნოსტიკიაში და მეტასტაზირებული დაავადების მართვაში. მათ პასუხი გასცეს მსმენელების მიერ ონლაინ დასმულ შეკითხვებს.

https://www.facebook.com/GUAUROLOGY/photos/a.516101111904211/1707133582800952/

  1. როსტატის კიბოს ევროპულ დღადმი (EPAD20) მიღვნილი, ონლაინ სამეცნიერო და საგანმანათლებლო ვებინარი, 2020 წლის 17 ნოემბერი. სუა-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრებმა, არჩილ ჩხოტუამ, ამბროსი პერტიამ და დავით ნიკოლეიშვილმა განიხილეს პროსტატის კიბოს სკრინინგის შედეგები საქართველოში, პროსტატის კიბოს ქირურგიული და მედიკამენტური თერაპიის თანამედროვე პრინციპები. მათ პასუხი გასცეს მსმენელების მიერ ონლაინ დასმულ შეკითხვებს.

https://www.facebook.com/GUAUROLOGY/photos/a.516101111904211/1641548359359475/

  1. სამეცნიერო და საგანმანათლებლო ვებინარი თემაზე "უროლოგიური პაციენტების პოსტოპერაციული მართვა, 2020 წლის 15 ნოემბერი. განხილულ იქნა ისეთი უმნიშვნელოვანესი საკითხები როგორიცაა: თრომბოემბოლიური გართულებების პრევენცია უროლოგიური ოპერაციების შემდეგ და ტკივილის მართვა უროლოგიაში. მომხსენებლები: სუა-ის გენერალური მდივანი, პროფესორი არჩილ ჩხოტუა და აღმასრულებბელი საბჭოს წევრი, მედიცინის დოქტორი ამბროსი პერტია. ვებინარის ბოლოს გაიმართა აქტიური დისკუსია ასოციაციის წევრების მონაწილეობით.

https://www.facebook.com/GUAUROLOGY/photos/a.516101111904211/1640159296165048/

  1. მულტიდისციპლინარული, სამეცნიერო და საგანმანათლებლო ვებინარი თემაზე "უნაყოფობა - 21- საუკუნის გამოწვევა", 2020 წლის 25 ოქტომბერი. მონაწილეები: უროლოგები, რეპროდუქტოლოგები, მენა-გინეკოლოგები, ოჯახის ექიმები. მომხსენებლები: მედიცინის დოქტორები ლიკა ჭყონია და თამარ ჩარკვიანი. თემები: უნაყოფობა როგორც წყვილის პრობლემა; მამაკაცის ფაქტორით გამოწვეული უნაყოფო და ამ ფაქტორების გავლენა ემბრიონის განვითარებაზე. ვებინარის ბოლოს გაიმართა აქტიური დისკუსია დამსწრე სპეციალისტთა მონაწილეობით.

https://www.facebook.com/GUAUROLOGY/photos/a.776942569153396/1627809670733344/

  1. სამეცნიერო და საგანმანათლებლო ვებინარი თემაზემამაკაცის ქვედა საშარდე ტრაქტის სიმპტომების კონსერვატული მკურნალობა, 2020 წლის 18 ოქტომბერი. მომხსენებლები: სუა-ის გენერალური მდივანი, პროფესორი არჩილ ჩხოტუა და აღმასრულებელი საბჭოს წევრი ალექსანდრე ხელაია.

https://www.facebook.com/GUAUROLOGY/photos/a.516101111904211/1593538224160489/

  1. მულტიდისციპლინარული, ონლაინ სამეცნიერო და საგანმანათლებლო კონფერენცია თემაზე "შარდის ბუშტის კიბოს იმუნოთერაპია", 2021 წლის 11 ივლისი. მომხსენებლები: სუა-ის გენერალური მდივანი, პროფესორი არჩილ ჩხოტუა, აღმასრულებელი საბჭოს წევრი, მედიცინის დოქტორი ამბროსი პერტია, კლინიკური ონკოლოგები მზიური ზაქარაია და მარიამ გორგიძე. განხილულ იქნა უახლესი მიღწევები შარდის ბუშტის კიბოს დიაგნოსტიკასა და მედიკამენტურ მკურნალობაში. ვებინარის ბოლოს გაიმართა აქტიური დისკუსია დამსწრე სპეციალისტთა მონაწილეობით.

https://www.facebook.com/GUAUROLOGY/photos/a.516101111904211/1516931548487824/

  1. მულტიდისციპლინარული, ონლაინ სამეცნიერო და საგანმანათლებლო კონფერენცია თემაზე "უროლოგიური პრობლემების მართვა ამბულატორიულ (ოფისის) პირობებში“, 2020 წლის 30 მაისი. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 172-მა ექიმმა (უროლოგები და ოჯახის ექიმები). მომხსენებლები: პროფესორი დავით ქოჩიაშვილი, სუა-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრი; მედიცინის დოქტორი ვლადიმერ პაპავა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უროლოგიის კათდრის ასისტენტ-პროფესორი; მედიცინის დოქტორი ალექსანდრე ხელაია, სუა-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრი; პროფესორი არჩილ ჩხოტუა; სუა-ის გენერალური მდივანი; მედიცინის დოქტორი შალვა მშვილდაძე. სპიკერებმა მიმოიხილეს ყველაზე ხშირი უროლოგიური დავადებების ამბულატორიულ პირობებში მართვის პრინციპები, რაც მეტად აქტუალურია COVID-19 პანდემიის დროს. კონფერენცია წარიმართა კითხვა-პასუხისა და ინტერაქტიური დისკუსიის ფორმატში.

https://fb.watch/iKXN7fhQAT/

https://www.facebook.com/GUAUROLOGY/photos/a.516101111904211/1485614058286240/

  1. ვებინარი თემაზე "უროლოგიური სამსახურის მართვა COVID-19-ის პანდემიის დროს", 2020 წლის 29 აპრილი. ვებინარს დაესწრნენ ასოციაციის წევრები თბილისიდან და რეგიონებიდან. ასოციაციის გენერალურმა მდივანმა, პროფ. არჩილ ჩხოტუამ, ვებინარის მონაწილეებს გააცნო შესაბამისი რეკომენდაციები. გაიმართა დისკუსია, მიღებულ იქნა შესაბამისი რეკომენდაციები ქვეყანაში უროლოგიური სამსახურის ოპტიმიზაციის მიზნით COVID-19-ის პანდემიის დროს.

https://www.facebook.com/GUAUROLOGY/photos/a.516101111904211/1456856214495358/

https://www.facebook.com/photo/?fbid=1442202182627428&set=ms.c.eJxFzsENwDAIQ9GNKjCGwP6LVQ0NuT59yVYSEGgisIh89IfVUAfgDTrQhd4iupADZl3YBa~_QxZgVLxSl1hTswg~%3BQNxgHskEvfCtWc92jYX74fmpZL~%3BcVL2I~-.bps.a.1442202079294105

  1. თირკმლის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ვებინარი, 2020 წლის 12 მარტი. ასოციაციის ექსპერტებმა, ამბროსი პერტიამ და ლელა ბეგლარაშვილმა ისაუბრეს თირკმლის კიბოსა და თირკმლების ქრონიკული უკმაროსიბის მართვის საკითხებზე. მათ პასუხი გასცეს მსმენელების მიერ პირდაპირ ეთერში დასმულ შეკითხვებს შეკითხვებს.

https://fb.watch/iKY8f1fGMX/

https://fb.watch/iKY9eJsj32/