ოქტომბრის ღონისძიება 2017

2017 წლის 5-7 ოქტომბერს, საქართველოს უროლოგთა ასოციაცია (სუა) უმასპინძლებს ევროპის უროლოგიის საბჭოს (European Board of Urology) გასვლით სესიას, რომელიც ჩატარდება სასტუმრო ჰოლიდეი ინ-სა და ბადიაური კომპლექსში. სუა არის ევროპის უროლოგიის საბჭოს წევრი, ხოლო მისი ორი წარმომადგენელი (არჩილ ჩხოტუა და გიორგი მანაგაძე) ევროპის საბჭოს დელეგატები არიან. არჩილ ჩხოტუა საბჭოს საგამოცდო კომიტეტის წევრია, ხოლო გიორგი მანაგაძე - აკრედიტაციის კომიტეტის წევრი.

ევროპის უროლოგიის საბჭო წელიწადში ორჯერ იკრიბება, რათა დასახოს დარგის განვითარების გეგმები და პერსპექტივები შემდეგი წლის განმავლობაში. წელს, საქართველოს, როგორც საბჭოს აქტიურ წევრს, ხვდა პატივი უმასპინძლოს ამ მეტად პრესტიჟულ ღონისძიებას.

ღონისძიებაზე ჩამოდიან: ევროპის უროლოგიის საბჭოს მოქმედი პრეზიდენტი იან ნავროცკი ინგლისიდან, საბჭოს მომავალი პრეზიდენტი არნალდო ფიგუერეიდო პორტუგალიიდან და აღმასრულებელი დირექტორი ვილმა გიტმალი ჰოლანდიიდან. სესიას ეწვევა 50-მდე დელეგატი ევროპის შემდეგი ქვეყნებიდან: ავსტრია, ჩეხეთი, ესტონეთი, ფინეთი, გერმანია, უნგრეთი, ლიტვა, ლატვია, მალტა, ნორვეგია, ჰოლანდია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვენია, შვეიცარია, შვედეთი, თურქეთი და ინგლისი.

ღონისძიება იქნება 2 დღიანი. პირველი დღე (6 ოქტომბერი) მიეძღვნება მთლიანად სამუშაო პროცესს. გაიმართება პარალელური სხდომები ევროპის საბჭოს-ს სხვადასხვა კომიტეტებში: საგამოცდო, აკრედიტაციისა და სერთიფიკაციის კომიტეტებში.

საქართველოს უროლოგთა ასოციაციას, ევროპის უროლოგიის საბჭოსთან ერთად, დაგეგმილი აქვს საქართველოში პოსტდიპლომური განათლების სისტემის რეფორმირება. შემუშავებულია კონკრეტული წინადადებები, რომლებმაც უნდა გააუმჯობესონ ჩვენს ქვეყანაში უროლოგიის სწავლებისა და სერტიფიცირების პროცესი. აღნიშნული საკითხების განსახილველად, ევროპის საბჭოს პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი, სუა-ის გენერალურ მდივანთან ერთად, შეხვდებიან საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის კომიტეტის თავმჯდომარეს ბ-ნ აკაკი ზოიძეს და ჯანმრთელობის დაცვის მინისტრს ბ-ნ დავით სერგეენკოს.

მეორე დღე გასვლითია და ჩატარდება ბადიაურის კომპლექსში. შედგება ევროპის უროლოგიის საბჭოს გენერალური ასამბლეა, რომელიც შეაჯამებს საბჭოს ორდღიანი მუშაობის შედეგებს. დღის მეორე ნახევარში, გათვალისწინებულია სოციალურ-კულტურული პროგრამა. ევროპელი სტუმრები მონაწილეობას მიიღებენ რთველში, საწნახელში ყურძნის ჩაწურვაში, გაეცნობიან ქართული ღვინის დაყენების მრავასაუკუნოვან ტრადიციას. სომელიე ჩაუტარებს მასტერ-კლასს ქართული რვინისა და ჭაჭის დეგუსტაციაში. დღის ბოლოს გაიმართება საზეიმო ვახშამი

ღონისძიების პროგრამა

Meeting UEMS Section of Urology/European Board of Urology

6-7 October 2017 - Holiday Inn Tbilisi (Georgia)

Hosted by the Georgian Urological Association (GUA)


PROGRAMME

 

Thursday 5 October 2017

 

 

Place/Floor

20.00

Dinner at the hotel’s restaurant

Adjara/Ground floor


 

Friday 6 October 2017

09:00-12:30

Meeting EBU Executive Committee Part I (closed)

Glass Room/1st floor

10.45-11.00

Coffee break EBU Executive

Lobby/1st floor

 

12:30-13:30

Lunch at the hotel’s restaurant

Agjara/Ground floor

 

 

 

14.00-16.30

Meeting EBU Accreditation Committee

Idea Room/1st floor

14.00-16.30

Meeting EBU Certification Committee

Living Room/ 1st floor

14.00-16.30

Meeting EBU Examination Committee

Glass Room/1st floor

16:45-17:45

Meeting Taskforce Simulation-based Assessments

Living Room/1st floor

18:00-18:30

Meeting Executive Committee Part II (closed)

Glass Room/1st floor

15:30-15:45

Coffee break

Lobby/ 1stfloor

19:30

Gathering for bus transfer to restaurant

From hotel lobby

20.30

Dinner at restaurant Ethno TsiskviliEthno Tsikvili

 

22.30

Bus transfer to hotel

 

 

Saturday 7 October 2017

08:25

Gathering for bus transfer

From hotel lobby

08:30-10:00

Bus transfer from the hotel to Badiauri Complex

 

10:30-13:30

Board Meeting/General Assembly

Wine cellar

11:00-11:15

Coffee break

East/Public room

14:00-22:00

Lunch, Social Programme and Dinner

Restaurant

22:00-23:30

Bus transfer from the Badiauri Complex to the hotel