კონგრესი

პრეს-რელიზი

2017 წლის 1-2 დეკემბერს, ქ. თბილისში, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“-ს საკონფერენციო დარბაზში, ჩატარდება საქართველოს უროლოგთა ასოციაციისა და ევროპის უროლოგიის სკოლის ერთობლივი, ყოველწლიური კონგრესი. აღნიშნული კონფერენციის მიზანია უროლოგიური დაავადებების მართვის თანამედროვე, ევროპული პრინციპების გაცნობა და ქართველი უროლოგების ცოდნის დონის ამაღლება.

კონგრესის ძირითადი თემატიკაა „ონკოუროლოგიური დაავადებების მულტიდისციპლინარული მართვა“. ღონისძიება გამოირჩევა უპრეცენდენტო ინტრა და ინტერინსტიტუციონალური თანამშრომლობით. მასში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში მოღვაწე უროლოგები, ონკოლოგები, რადიაციული ონკოლოგები და რადიოლოგები საქართველოს 19 დიდი სამედიცინო დაწესებულებებიდან.

იგი ჩატარდება შემდეგი პროფესიული სამედიცინო ასოციაციების აქტიური მონაწილეობითა და მხარდაჭერით:

ორდღიანი სამეცნიერო ღონისძიების ფარგლებში განხილული და გაანალიზირებული იქნება თანამედროვე უროლოგიის უმნიშვნელოვანესი პრობლემები, როგორიცაა: პროსტატის, შარდის ბუშტისა და თირკმლის კიბო, პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია, შარდ-კენჭოვანი დაავადება, ქალთა უროლოგია, ანდროლოგია და რეკონსტრუქციული უროლოგია. ღონისძიება ჩატარდება ევროპის უროლოგთა ასოციაციის ეგიდით და მასზე მოწვეულები არიან უროლოგიისა და ონკოუროლოგიის მსოფლიო დონის ექსპერტები გერმანიიდან, ჩეხეთიდან, იტალიიდან, რუსეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან. კონგრესის ფარგლებში დაგეგმილია ევროპის უროლოგიის სკოლის სესიის ჩატარება, რომლის ფარგლებშიც, ევროპის უროლოგთა ასოციაციის ექსპერტები წაიკითხავენ ლექციებს ონკოუროლოგიის ყველაზე აქტუალურ პრობლემებზე.

კონგრესს ექნება ძალიან დიდი საგანმანათლებლო მნიშვნელობა ქართველი ექიმებისათვის. მასზე მოსმენილი იქნება მოხსენებები პრაქტიკულად ყველა, მეტ-ნაკლებად დიდი, საქართველოში მოქმედი, უროლოგიური და ონკოლოგიური კლინიკებიდან. ღონისძიებაში აქტიურ მონაწილეობა მიიღებენ ექიმები შემდეგი სამედიცინო დაწესებულებებიდან:

  1. ალ. წულუკიძის სახ. უროლოგიის ეროვნული ცენტრი.

  2. კლინიკა ”გიდმედი”.

  3. ”ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი”.

  4. აკ. ნიკოლოზ ყიფშიძისახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა.

  5. ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი.

  6. კლინიკა „მედიკლაბ ჯორჯია“.

  7. ”ავერსის კლინიკა”.

  8. . ერისთავის სახ. ქირურგიის ეროვნული ცენტრი.

  9. კლინიკური მედიცინის - ინსტიტუტი.

  10. კლინიკა ”იუნონა”.  

  11. სამკურნალო დიაგნოსტიკური კლინიკაჯანმრთელობის სახლი.

  12. სამკურნალო კომბინატი DKC.

  13. დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი.

  14. ექიმთა დახელოვნების უროლოგიისა და გადაუდებელი დახმარების კლინიკა

  15. .იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო.

  16. კონსტანტინე მარდალეიშვილის ონკოლოგიის ს/კ ცენტრი.

  17. ზ. ცხაკაიას სახ. დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრი.

  18. ქუთაისის ონკოლოგიის ცენტრი

  19. ქ. ბათუმის რეფერალური საავადმყოფო

  20. ქ. ბათუმის საზღვაო ჰოსპიტალი.

ამ კონგრესმა უნდა დაასაბუთოს და ხაზი გაუსვას საქართველოს, როგორც კავკასია-ცენტრალური აზიის რეგიონის ლიდერს უროლოგიასა და მის მომიჯნავე სპეციალობებში, კერძოდ: ონკოლოგია, რადიოლოგია, რადიაციული ონკოლოგია და სხვა. 
    ღონისძიებას უაღრესად დიდი მნიშვნელობა ექნება საქართველოში უროლოგიის, ონკოლოგიისა და რადიოლოგიის განვითარებისათვის. მსგავსი ფორმატის სამეცნიერო ღონისძიება უროლოგიასა და ონკოლოგიაში პირველად იგეგმება საქართველოში და იგი დასაბამს მისცემს ყველაზე თანამედროვე, ე.წ. მულტიდისციპლინარულ მიდგომას მედიცინასა და კონკრეტულად ონკოლოგიაში. ამის შედეგად, ქართველი პაციენტები მიიღებენ ყველაზე თანამედროვე, საერთაშორისო გაიდლაინებზე დამყარებულ სამედიცინო სერვისს რაც მათი ჯანმრთელობისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია. პროგრამის მსგავსი მრავალფეროვნება გარანტიაა იმისა, რომ სამეცნიერო ღონისძიება იქნება საინტერესო, ინფორმაციული და ნაყოფიერი. მსმენელები მიიღებენ მრვალფეროვანი ტიპის ინფრომაციას, როგორც თეორიულს, ისე პრაქტიკულსა და ვიზუალურს (ოპერაციები, დიაგნოსტიკური მანიპულაციები და სხვა) რაც უზრუნველყოფს მიწოდებული ინფორმაციის მაქსიმალურ აღქმადობას. 

    კონფერენცია ფართოდ გაშუქდება მედია საშუალებებით. მისი მიმდინარეობა, ძირითადი მოხსენებები დაიდება საქართველოს უროლოგთა ასოციაციის ფეისბუქ გვერდზე.
    აღნიშნული ღონისძიების ჩატარება უაღრესად მნიშვნელოვანია ქართული უროლოგიისთვის, ონკოლოგიისა და მედიცინისთვის ზოგადად. 

 

პროგრამა

საქართველოს უროლოგთა ასოციაციის ყოველწლიური კონგრესი
“ონკოუროლოგიური დაავადებების მულტიდისციპლინარული მართვა”

 

თბილისი, 2017 წლის 1-2 დეკემბერიპარასკევი, 1 დეკემბერი

08.30 -16.00 რეგისტრაცია
09.00   – 09:15 სუა-ის კონგრესის გახსნა და მისალმება
პროფ. ა. ჩხოტუა, სუა-ის გენერალური მდივანი
აკადემიკოსი ლ. მანაგაძე, სუა-ის საპატიო პრეზიდენტი

სესია 1
პროსტატის ლოკალური კიბოს მკურნალობის თანამედროვე პრინციპები

სპიკერები: ა. ჩხოტუა, გ. ხვადაგიანი, დ. ლომიძე.
09:15 – 09:30 აქტიური მეთვალყურეობა და მისი როლი საქართველოს რეალობაში. ა. ჩხოტუა, ალ. წულუკიძის სახ. უროლოგიის ეროვნული ცენტრი, საქართველოს უროლოგთა ასოციაცია.
09:30 – 09:45 რადიკალური პროსტატექტომია როგორც მკურნალობის არჩევის მეთოდი. გ. ხვადაგიანი, ალ. წულუკიძის სახ. უროლოგიის ეროვნული ცენტრი, საქართველოს უროლოგთა ასოციაცია.
09:45 – 10:00 სხივური თერაპია - რადიკალური პროსტატექტომიის ეფექტური ალტერნატივა?  დ. ლომიძე, მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა, რადიაციულ ონკოლოგიის ეროვნული ასოციაცია, საქართველოს უროლოგთა ასოციაცია.
10:00 - 10:15 კითხვები 
10:15 - 10:30 დისკუსია

სესია 2
გავრცობილი პროსტატის კიბოს მულტიმოდალური მკურნალობა
სპიკერები: დ. ნიკოლეიშვილი, ნ. ჯანყარაშვილი, ზ. მეზვრიშვილი, ნ.შარიქაძე.
10:30 – 10:45 ქირურგიის როლი  ლოკალურად გავრცობილი პროსტატის კიბოს მულტიმოდალურ მკურნალობაში. დ. ნიკოლეიშვილი, კლინიკა „მედიკლაბი“, საქართველოს უროლოგთა ასოციაცია.
10:45 – 11:00 პროსტატის ლოკალურად გავრცობილი კიბოს სხივური თერაპია -  მტკიცებულებებზე დაფუძნებული რეკომენდაციები. ნ. ჯანყარაშვილი, კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ახალგაზრდა ონკოლოგთა საზოგადოება, საქართველოს უროლოგთა ასოციაცია.
11:00 – 11:15 ჰორმონსენსიტიური, მეტასტაზირებული პროსტატის კიბოს მულტიმოდალური მკურნალობა. ზ. მეზვრიშვილი, ალ. წულუკიძის სახ. უროლოგიის ეროვნული ცენტრი, საქართველოს უროლოგთა ასოციაცია.
11:15 – 11:30 კასტრაცია-რეზისტენტული პკ-ს ეტაპობრივი მკურნალობა. ნ. შარიქაძე, კლინიკა „მედიკლაბ ჯორჯია“, კლინიკურ ონკოლოგიის საზოგადოება, საქართველოს უროლოგთა ასოციაცია.
11:30 - 11:45 კითხვები 
11:45 - 12:00 დისკუსია

12:00 – 13:00 ლანჩი

სესია 3
თირკმლის კიბოს მულტიდისციპლინარული თერაპია
სპიკერები: ა. პერტია, ვ. კილაძე, ე. ნათელაური.
13:00 – 13:15 ციტორედუქციული ნეფრექტომიის როლი ტარგეტული თერაპიის ერაში ა. პერტია, ალ. წულუკიძის სახ. უროლოგიის ეროვნული ცენტრი, საქართველოს უროლოგთა ასოციაცია.
13:15 – 13:45 მეტასტაზირებული კიბოს ეტაპობრივი მკურნალობა. ი. კილაძე კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ახალგაზრდა ონკოლოგთა საზოგადოება.
13:45 – 14:00 სხივური თერაპიის როლი თირკლის კიბოს მკურნალობაში. ე. ნათელაური, ზ. ცხაკაიას სახ. დასავლეთ საქართველოს  ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრი, საქართველოს უროლოგთა ასოციაცია.
14:00 - 14:15 კითხვები 
14:15 – 14:30 დისკუსია

სესია 4
შარდის ბუშტის კიბოს მკუნალობის თანამედროვე პრინციპები
სპიკერები: კ.კიკნაველიძე, ბ. სოკურაშვილი, ა. მათითაშვილი.
14:30 – 14:45 შარდის ბუშტის T1G3 + Carcinoma in Situ-ს მკურნალობა. კ.კიკნაველიძე, ზ. ცხაკაიას სახ. დასავლეთ საქართველოს  ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრი, საქართველოს უროლოგთა ასოციაცია.
14:45 – 15:00 კუნთებში ინვაზირებული შარდის ბუშტის კიბოს ტრიმოდალური მკურნალობა. ბესო სოკურაშვილი, ავერსის კლინიკა. 
15:00 – 15:15  სისტემური ქიმიოთერაპია (ნეოადიუვანტური და ადიუვანტური) შარდის ბუშტის მეტასტაზირებული და არამეტასტაზირებული კიბოს მკურნალობაში ა. მათითაშვილი, კონსტანტინე მარდალეიშვილის ონკოლოგიის ს/კ ცენტრი, ახალგაზრდა ონკოლოგთა საზოგადოება, კლინიკური ონკოლოგიის ასოციაცია, საქართველოს უროლოგთა ასოციაცია.
15:15 – 15:30  კითხვები 
15:30 – 15:45  დისკუსია

15:30 – 15:45 ყავის შესვენება

15:45 – 16:05  სესია 5: ვიდეო სესია
მოდერატორები: ა. პერტია, ლ. მანაგაძე, კ. კიკნაველიძე.
15:45-16:00 პროსტატის ადენომის ტრანსურეთრული ენუკლეაცია. ფ.ა. სერვიუკოვი, უროლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, ქ. ნოვგოროდის რკინიგზის საავადმყოფო, რუსეთი. 

16:05 – 17:05 სესია 6: სპონსორების სესია
მოდერატორები:
მეტასტაზირებული პროსტატის მკურნალობის ტაქტიკა. კობა კიკნაველიძე. ზ. ცხაკაიას სახ. დასავლეთ საქართველოს  ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრი, საქართველოს უროლოგთა ასოციაცია. სპონსორი: ასტრა ზენეკა. 
დაბრკოლებების დაძლევა BPH-ის მქონე პაციენტების სამედიცინო მართვაში. შ. მშვილდაძე, ალ. წულუკიძის სახ. უროლოგიის ეროვნული ცენტრი, საქართველოს უროლოგთა ასოციაცია. სპონსორი: გლაქსოსმითკლანი.
პროსტატის კასტრატრეზისტენტული კიბოს მკურნალობის თანამედროვე ასპექტები. ა. პერტია, ალ. წულუკიძის სახ. უროლოგიის ეროვნული ცენტრი, საქართველოს უროლოგთა ასოციაცია. სპონსორი: ასტელას ფარმა. 
 იქსგევა - RANK ლიგანდის პირველი და ერთადერთი ინჰიბიტორი SREs-ის პრევენციისთვის. კობა კიკნაველიძე. ზ. ცხაკაიას სახ. დასავლეთ საქართველოს  ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრი, საქართველოს უროლოგთა ასოციაცია. სპონსორი: ამჯენი..

17:05 – 18:05 სესია 7: პოსტერების სესია

მოდერატორები: ა. ჩხოტუა, შ. ჭოველიძე, დ. ქოჩიაშვილი.
სტერეოტაქსიული რადიოქირურგიის როლი პროსტატის კიბოს მკურნალობაში. გვანცა კევლიშვილი, რადიაციული ონკოლოგი, შ.პ.ს "მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი,  საუნივერსიტეტო  კლინიკა", რადიაციული  ონკოლოგიის დეპარტამენტი, რადიაციულ ონკოლოგიის ეროვნული ასოციაცია, საქართველოს უროლოგთა ასოციაცია.
მამაკაცის რეპროდუქციული პოტენციალის შენარჩუნება ონკოლოგიური დაავადებების დროს. ა. ხელაია. ალ. წულუკიძის სახ. უროლოგიის ეროვნული ცენტრი, საქართველოს უროლოგთა ასოციაცია.
ასოს რეაბილიტაცია რადიკალური პროსტატექტომიის შემდეგ. ა. ხელაია, ალ. წულუკიძის სახ. უროლოგიის ეროვნული ცენტრი, საქართველოს უროლოგთა ასოციაცია.
თირკმლის სინოვიური სარკომა. გ. ქოჩიაშვილი, ა. ხუსკივაძე, ვ. დოლიძე, დ. ქოჩიაშვილი. საქართველო-ისრაელის ერთობლივი კლინიკა „გიდმედი“, საქართველოს უროლოგთა ასოციაცია.
სასქესო ასოს კიბო და სიფილისი. შ. ჭოველიძე, ვ. პაპავა, ა. ხუსკივაძე, გ. ქოჩიაშვილი, ვ. კვაჭახელიძე, ვ. ბერიძე, დ. ქოჩიაშვილი. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა; მაღალი ტექნოლოგიების სამედიცინო ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა, საქართველოს უროლოგთა ასოციაცია.

შაბათი, 2 დეკემბერი
evropis urologiis skolis kursi
მეტასტაზირებული და კასტრაცია-რეზისტენტული პროსტატის კიბო
თავმჯდომარე: გ. სალომონი
Metastatic and castrate resistant prostate cancer
ESU course at the national congress of the Georgian Urological Association
Place         Tbilisi, Georgia
Date        2 December 2017 
Chair        G. Salomon, Hamburg (DE)

09.00    European School of Urology: Unique education opportunity for urologists
G. Salomon, Hamburg (DE)

09.00    EAU Guidelines recommendations on prostate cancer
    A. Bergman, Amsterdam (NL)

09.30    Imaging for systemic staging of prostate cancer and management of nodal     metastases
G. Salomon, Hamburg (DE)

10.00    Early chemotherapy for primary metastasized prostate cancer
    A. Bergman, Amsterdam (NL)

10.30     Break

11.00    Sequencing the treatment options after castration resistance
    A. Bergman, Amsterdam (NL) 

11.30    Palliative care in men with castration resistant prostate cancer 
G. Salomon, Hamburg (DE)

12.00    Interactive case discussion
Local + ESU faculty

13.00    Close


13:00 ალექსანდრე წულუკიძის სახელობის მედლის ლაურეატის დაჯილდოვება
აპლიკანტის წარდგენა - ნ. თურმანიძე
სამადლობელი სიტყვა - 
13:30 – 14:30 ლანჩი
ექსპერტების სესია
მოდერატორები: ლ. მანაგაძე, ა. ჩხოტუა, ა.ხელაია.
სპიკერები: მ. ბაბიუკი, ა. ჰაიდენრაიხი, 
How to perform a good TURB. M. Babjuk, პრაღის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ჩეხეთი.
Radical cystectomy - how to achieve optimal results. M. Babjuk, პრაღის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ჩეხეთი.
Management of advanced testicular cancer with special emphasis in postchemotherapy RPLND. A. Heidenreich, კიოლნის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, გერმანია.
Treatment of high risk and metastatic prostate cancer. A. Heidenreich, კიოლნის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, გერმანია.
Treatment of iatrogenic urethrorectal fistulae. O. Loran
"Лечение ятрогенных уретроректальных свищей".ო. ლორანი, მოსკოვის ბოტკინის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკის უროლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი.
The role of bone-targeted therapy for prostate cancer. J. Bektic, ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკის უროლოგიის დეპარტამენტი, ავსტრია.

16:10 – 16:30 ყავის შესვენება

სუა-ის ყრილობა
16:30 -16:45 სუა-ის გენერალური მდივნის სამეცნიერო-პრაქტიკული და ფინანსური აქტივობის ანგარიში 2016-2017წწ.
სხვადასხვა

19:00 საზეიმო ვახშამი

სპიკერები

 

მიმართვა

ძვირფასო კოლეგებო, მეგობრებო, ჩვენო პაციენტებო, ქალბატონებო და ბატონებო,

საქართველოს უროლოგთა ასოციაციის (სუა) სახელით, მაქვს პატივი მოგიწვიოთ სუა-ის ყოვეწლიურ კონგრესზე, რომელიც გაიმართება 2017 წლის 1-2 დეკემბერს ქ. თბილიში, სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“-ის საკონფერენციო დარბაზში.

კონგრესის სამეცნიერო პროგრამა შედგენილია სუა-ის ონკოლოგიური უროლოგიის სექციის მიერ. მისი ძირითადი თემატიკაა ონკოუროლოგია, კერძოდ ონკოუროლოგიური დაავადებების მართვის მულტიდისციპლინარული მეთოდები. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ უროლოგიის მომიჯნავე სპეციალობის ექიმები: ონკოლოგები, რადიაციული ონკოლოგები, რადიოლოგები, და სხვა. 

კონგრესის მსვლელობისას გაანალიზირდება უროლოგიის ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა: რეკონსტრუქციული უროლოგია, ქალთა უროლოგია, ანდროლოგია, ენდო- და ლაპაროსკოპიული უროლოგია და სხვა. საქართველოს წამყვანი კლინიკების წარმომადგენლები გააკეთებენ მოხსენებებს ყველაზე პრობლემური და აქტუალური დაავადებების მართვის მათეული მიდგომებისა და გამოცდილების შესახებ.

ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება ევროპის უროლოგთა ასოციაციის უროლოგიის სკოლის სხდომა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ასოციაციის ექსპერტები, პროფესორები: გ. სალომონი გერმანიიდან და ა. ბერგმანი ჰოლანდიიდან. გარდა ამისა, კონგრესზე მოწვეულები არიან დარგის მსოფლიო დონის ექსპერტები: ა. ჰაიდენრაიხი გერმანიიდან, ჟ. ბაქტიკი ავსტრიიდან, მ. ბაბიუკი ჩეხეთიდან, ო. ლორანი და ვ. სერვიუკოვი რუსეთიდან. 

კონგრესის პროგრამაში გათვალისწინებულია ვიდეოპრეზენტაციები, სადაც დემონსტრირებული იქნება ყველაზე თანამედროვე უროლოგიური ოპერაციები (რობოტული ქირურგია, ლაპაროსკოპია, ენდოუროლოგია და სხვა).

ეს იქნება უპრეცენდენტოდ დიდი სამეცნიერო ღონისძიება მონაწილეთა რაოდენობისა და მრავალფეროვნების  მიხედვით. პირველად ქართული უროლოგიისა და მედიცინის ისტორიაში, კონგრესში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს უროლოგთა ასოციაციის ექთნებისა და პაციენტების სექციის წარმომადგენლები. აღნიშვნის ღირსია, ასევე, ღონისძიების უაღრესად მაღალი ინტრა და ინტერინსტიტუციონალური თანამშრომლობა. კერძოდ, მასში მონაწილეობას მიიღებენ სპეციალისტები საქართველოს 20 სამედიცინო დაწესებულებიდან და 6 პროფესიული სამედიცინო ასოციაციიდან.
    
გელით ქართული უროლოგიის ამ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე!

პატივისცემით,


არჩილ ჩხოტუა
კონგრესის პრეზიდენტი
სუა-ის გენერალური მდივანი
 

დაფინანსებულია

პროექტი დაფინანსებულია სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ.