4 ნოემბერს ფარმკომპანია „ბერლინ ქემი მენარინის’ ორგანიზებით ჩატარდა ვებინარი თემაზე: შარდის ნაკადი და ქვედა საშარდე გზების სიმპტომები/ წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია. სამმა საერთაშორისო დონის ექსპერტმა განიხილა ეს ძალზედ აქტუალური უროლოგიური პრობლემა.

პირველ მოხსენებაში პროფ. ჰაშიმი ( დიდი ბრიტანეთი) შეეხო LUTS  / BPH დიაგნოსტიკას. ევროპის უროლოგთა ასოციაციიის გზამკვლევის საფუძველზე ისაუბრა სიმპტომებზე, სადიაგნოსტიკო კრიტერიუმებზე და ალგორითმზე. თავის მოხსენებაში პროფ. ჰაშიმმა ხაზი გაუსვა სადიაგნოსტიკო საშუალებების აუცილებლობას, როგორიც არის IPSS, შარდის ანალიზი, სისხლის ანალიზი ( კრეატინინი, PSA ), ულტრაბგერითი კვლევა, უროფლოუმეტრია და მოშარდვის დღიური. მეორე მოხსენებაში, პროფ. გრაცკემ ( გერმანია) განიხილა ევროპის უროლოგთა ასოციაციის გზაკმლევი LUTS/BPH ფარმაკოლოგიური მკურნალობის ჭრილში.

მან ჩაშალა თანამედროვე მედიკამენტოზური მკურნალობის სქემები, შეეხო როგორც მონოთერაპიას ასევე კომბინირენულ თერაპიას, ისაუბრა აღნიშნული მკურნალობის სქემების შედეგებზე. მესამე მოხსენება ( მომხსენებელი პროფ. ვინაროვი, რუსეთი) სრულად დაეთმო პრეპარატ პროსტამოლ უნოს ( სერენოა რეპენსის ექსტრაქტი 320 მგ) და მის გავლენას შარდის ნაკადის გაუმჯობესებაზე. პროფ. ვინაროვმა ისაურბრა მულტიცენტრული, ღია, რანდომინიზირებული კვლევის შედეგებზე რომელშიც პროსტამოლ უნოს 3 წლიანი მიღება ( 50 პაციენტი) შედარდა ე.წ. დაკვირვების ტაქტიკას საკონტროლო ჯგუფში ( 50 პაციენტი).

შეფასებული იქნა სიმპტომების პროგრესირება და ცხოვრების ხარისხი, პრეპარატის უსაფრთხოება. კვლევის შედეგების თანახმად, 3 წლის თავზე, პროსტამოლ უნოს ჯგუფში IPSS ჯამი შემცირდა 12 - დან (8 – 15)  6 - მდე ( 4 – 11), ნაცვლად  IPSS მატებისა საკონტროლო ჯგუფში - 10 -დან (9 – 12) 15 - მდე ( 10 – 21) ( p = 0.001). Qmax (მლ/წამ) პროსტამოლ უნოს ჯგუფში მოიმატა საწყისი ნიშნულიდან 11.4 - დან (10.1 – 14.2) 15.9 - მდე ( 11.9 – 24.6), რაც შეადგენს 39.5% - ით მატებას 36 თვის თავზე. საკონტროლო ჯგუფში Qmax (მლ/წამ) შემცირდა საწყისი ნიშნულიდან 12.1 - დან (10.1 – 13.2) 9.5 - მდე ( 6.5 – 15.7), რაც შეადგენს 21.5 % - ით შემცირებას. შესაბამისად პროსტამოლ უნოს მიღებამ განაპირობა რომ 63 % -ში  Q max  მაჩვენებელი გახდა  ან აღემატებოდა 15 ml/s ( აქვე აღინიშნა რომ Q max საწყისი მაჩვენებელი ყველა პაციენტში იყო ნაკლები 15 ml/s). ვებინარის დასრულების თანავე გაიმართა დისკუსია, მომხსენებლებმა უპასუხეს ვირტუალური აუდიტორიის შეკითხვებს ინტერაქტიულ რეჟიმში. სრულად აღნიშნული ვებინარის ყურება შესაძლებელია ბმულით:

https://www.berlinchemieacademy.com/urology-2/

 

პრეპარატ პროსტამოლ SmPC იხილეთ აქ

https://www.berlin-chemie.ge/node_2800/R3

 

სტატიის ავტორი:

ალექსანდრე ხელაია

საქართველოს უროლოგთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი

 

References:

EAU Guidelines 2020 https://uroweb.org/guideline/treatment-of-non-neurogenic-male-luts/

Vinarov А. Z., Аliaev Yu. G., Аpolikhin О. I., Маzо Е. B., Darenkov S. P., Demidko Yu. L., Lokshin К. L., Меdvedev A. А., Pеrmiakova О. V., Spivak L. G., Shkolnikov М. Е. Results of a 3-year clinical study on evaluation of efficacy and safety  of Prostamol® Uno drug preparation for patients with initial symptoms of adenoma of prostate gland and risk of progression. // Urology, 2010, № 6, page 3 - 10.

Date of creation: 15 December 2020,  Berlin-chemie, 19 David Gamrekeli str.,0160 Tbilisi, Georgia,  Code: Ge-PRO-10-2020_V3

SmPC 11/2019